Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

             ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
შემდეგ ტრენერმა გვთხოვა ყველას ინდივიდუალურად გაგვეკეთებინა იმ პროექტის პრეზენტაცია,რომელზეც ამ ცხრა დღის მანძილზე ვმუშაობდით.მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
            მაგალითად ერთმა კოლეგამ სთქვა რომ პროექტს აკეთებს ლონდონზე და მის ღირშესანიშნაობებზე.მისი მიზანია ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობების შესახებ,რომელ ენასაც ისინი სწავლობენ.
            მეორე კოლეგამ სთქვა რომ, იგი აკეთებს პროექტს სახელწოდებით "ჯინსების თაობა".ამ მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ამ ნაწარმოების გმირები და დაანახოს რა სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი ეს ახალგაზრდები,გმირები არიან დღეს ისინი თუ დამნაშავენი.
             მოვისმინეთ სხვაც ბევრი პროექტები.მაგალითად, "სიგარეტი ტოგორც მავნე ჩვევა და როგორც ზარალის მომტანი ოჯახის ბიუჯეტისთვის", "ჰაერის დაბინძურება და საფრთხეების თავიდან აცილება", "წიგნიერება", "კინო ჩვენს ცხოვრებაში" და კიდევ სხვებიც,რომლებიც ასევე ძალზედ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს პრეზენტატორებმა. 
              მე თავადაც გავაცანი მათ ჩემი პროექტი,რომლის სახელწოდებაა "გლობალური დათბობა",რომელის განვახორციელებასაც ვგეგმავ მომავალ სასწავლო წელს.ჩემი მიზანია მოსწავლეები კარგად გაეცნონ ბუნებრივ კატაკლიზმებს და რა ზიანის მომტანია ეს პროცესები ჩვენთვის და გარემოსთვის,როგორ შეგვიძლია თუნდაც მცირედით ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავუფრთხილდეთ გარემოს.
   
           

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

           ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.მოვაწესრიგეთ პროექტის პორთფოლიო და მივეცით დასრულებული სახე.შემდეგ მოვათავსეთ მასწავლებლის დამხმარეში.
            დასრულებული პორთფოლიო შევინახეთ drive-ში და გამოვაქვეყნეთ ინტერნეტ სივრცეში.

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

          ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებები როგორ ავღნუსხოთ ჩვენს გეგმებში.შემდეგ გადავედით გეგმებზე  და დავამატეთ რამოდენიმე პუნქტი.

Sunday, May 7, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

        ტრენერმა გაგვახსენა განვლილი მასალა გონებრივი იერიშის გამოყენებით.შემდეგ ლოგიკურად და თანმიმდევრობით გადავედით ახალ მასალაზე.ეს იყო მოსწავლის პრეზენტაციების გაცნობა და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი პრეზენტაცია.
         გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის მოსაწონი რუბრიკები.განვიხილეთ გეგმები.

Saturday, May 6, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

       
          ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ ისევ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ გადავედით თუ როგორ მოვახდინოთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება.ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე და ასევე შევქმენით მოსწავლის ბლოგი.

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

           ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავეცანით დრიში გაწერილ შეფასების გეგმებს და დავამატეთ ჩვენს გეგმებს.
            ტრენერმა ასევე გაგვახსენა PowerPoint-ის პროგრამა და ჩვენი გეგმები გადავიტანეთ პრეზენტაციის ფორმატში.

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე

           ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე სამუშაოდ და დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება.განვსაზღვრეთ სტანდარტი,განვსაზღვრეთ მიზანი და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შემდეგ დავიწყეთ  საკუთარი გეგმის შევსება.ტრენერი ინტენსიურად გვადევნებდა თვალყურს და დრო და დრო გვაძლევდა სიჭირო მითითებებს.