Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

             ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
შემდეგ ტრენერმა გვთხოვა ყველას ინდივიდუალურად გაგვეკეთებინა იმ პროექტის პრეზენტაცია,რომელზეც ამ ცხრა დღის მანძილზე ვმუშაობდით.მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
            მაგალითად ერთმა კოლეგამ სთქვა რომ პროექტს აკეთებს ლონდონზე და მის ღირშესანიშნაობებზე.მისი მიზანია ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობების შესახებ,რომელ ენასაც ისინი სწავლობენ.
            მეორე კოლეგამ სთქვა რომ, იგი აკეთებს პროექტს სახელწოდებით "ჯინსების თაობა".ამ მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ამ ნაწარმოების გმირები და დაანახოს რა სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი ეს ახალგაზრდები,გმირები არიან დღეს ისინი თუ დამნაშავენი.
             მოვისმინეთ სხვაც ბევრი პროექტები.მაგალითად, "სიგარეტი ტოგორც მავნე ჩვევა და როგორც ზარალის მომტანი ოჯახის ბიუჯეტისთვის", "ჰაერის დაბინძურება და საფრთხეების თავიდან აცილება", "წიგნიერება", "კინო ჩვენს ცხოვრებაში" და კიდევ სხვებიც,რომლებიც ასევე ძალზედ საინტერესოდ წარმოგვიდგინეს პრეზენტატორებმა. 
              მე თავადაც გავაცანი მათ ჩემი პროექტი,რომლის სახელწოდებაა "გლობალური დათბობა",რომელის განვახორციელებასაც ვგეგმავ მომავალ სასწავლო წელს.ჩემი მიზანია მოსწავლეები კარგად გაეცნონ ბუნებრივ კატაკლიზმებს და რა ზიანის მომტანია ეს პროცესები ჩვენთვის და გარემოსთვის,როგორ შეგვიძლია თუნდაც მცირედით ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავუფრთხილდეთ გარემოს.
   
           

No comments:

Post a Comment